დაელოდეთ - ზარქუა კითხვაზე, იქნება თუ არა ივანიშვილი ყრილობაზე
დაელოდეთ - ასე პასუხოსბ "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კითხვას, იქნება თუ არა დღევანდელ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი.
ზარქუა ამბობს, რომ დღევანდელ პარტიულ შეკრებაზე გამოწვევებზე და მიღწევებზე იქნება საუბარი.
ამ წლის შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, ყრილობა გვაქვს, სადაც იმ გამოწვევებზე და მიღწევებზე იქნება საუბარი. იქნება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები შიგნით და არაფერი, კიდევ ერთხელ მივულოცავთ ერთმანეთს მნიშვნელოვან დღეს, ეს არის კანდიდატის სტატუსი", - აცხადებს ზარქუა.
"თბილისი პარაგრაფში" ამ წუთებში, დიდი სამზადისია. ზუსტად ერთ საათში, კობახიძე-ღარიბაშილის გუნდი მხარდამჭერებს მიმართავს. თბილისში ჩამოიყვანეს რეგიოენების მერები, დეპუტატები და რაიონული ორგანიზაცების თავმჯდომარეებიც, თუმცა ბევრი მათგანისთვის ბოლო წუთამდე სიურპრიზად რჩება რას გადაწყვეტენ დღევანდელ ღონისძიებაზე.
საკანონდმებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან, მთავარი ინტრიგა კი ისევ ინტრიგად რჩება. უნდა ველოდოთ თუ არა პარტიულ ღონისძიებაზე "ოცნების" დამფუძნებლის გამოჩენას.