თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ეს ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტი იქნება - ღუდუშაური

30.12.23 13:24
თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ეს ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტი იქნება - ღუდუშაური

თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ეს ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტი იქნება - ამის შესახებ "ოცნების" ყრილობის მისულმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას, ვიხილავთ თუ არა დღევანდელ პარტიულ შეკრებაზე "ოცნების" დამფუძნებელს.

ღუდუშაურმა მედიასთან ივანიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ის არის ამ ქვეყნის ღირსეული, თავდადებული მოქალაქე, რომელმაც პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ უახლეს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ის თუ ოდესმე გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ბუნებრივია, ესეც იქნება ქართული პოლიტიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რამეთუ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და კარგად გვესმის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს განუზომლად დიდი პოლიტიკური წონა და ქართველი ხალხის განუზომლად დიდი მხარდაჭერა", - ამბობს ღუდუშაური.

"თბილისი პარაგრაფში" ამ წუთებში, დიდი სამზადისია. ზუსტად ერთ საათში, კობახიძე-ღარიბაშილის გუნდი მხარდამჭერებს მიმართავს. თბილისში ჩამოიყვანეს რეგიოენების მერები, დეპუტატები და  რაიონული ორგანიზაცების თავმჯდომარეებიც, თუმცა ბევრი მათგანისთვის ბოლო წუთამდე სიურპრიზად რჩება  რას გადაწყვეტენ დღევანდელ ღონისძიებაზე. 

საკანონდმებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან, მთავარი ინტრიგა კი ისევ ინტრიგად რჩება. უნდა ველოდოთ თუ არა  პარტიულ ღონისძიებაზე "ოცნების" დამფუძნებლის გამოჩენას.

 

მსგავსი სიახლეები