"ძალიან ბევრნი ვართ" - რიმა ბერაძე ამბობს, რომ ოფისში 350 კაცი ვერ დაეტეოდა და ამიტომ გადაწყდა ყრილობა "პარაგრაფში"
"ოცნების" წევრი რიმა ბერაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია იმდენად გაიზარდა და იმდენი ადამიანია მის შემადგენლობაში, რომ პარტიის ოფისში ვერ დაატევდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყდა ივანშვილის "პარაგრაფში" ყრილობის ჩატარება.
რაც შეეხება დღევანდელ შეკრებაზე ბიძინა ივანშვილის შესაძლო დასწრებას, რიმა ბერაძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
იმართება 350-იანი ყრილობა, 350 ჩვენი წევრის ყრილობა. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, მაგრამ ახლა ცოტა მცირე ფორმატში გავაკეთეთ. შევაჯამებთ 2023 წელს, პარტიის მიერ გაწეულ მუშაობას, დავსახავთ მომავალ ამოცანებს იმისათვის, რომ წინ გვაქვს 2024 წელი.
პარაგრაფში იმიტომ იმართება, რომ ოფისში 350 კაცს ვერ დავიტევდით, იქ მხოლოდ 100 ადამიანი ეტევა. ბიძინა ივანიშვილი დაესწრება თუ არა, არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია", - აღნიშნა ირმა ბერაძემ.
"თბილისი პარაგრაფში" ამ წუთებში, დიდი სამზადისია. ზუსტად ერთ საათში, კობახიძე-ღარიბაშილის გუნდი მხარდამჭერებს მიმართავს. თბილისში ჩამოიყვანეს რეგიოენების მერები, დეპუტატები და რაიონული ორგანიზაცების თავმჯდომარეებიც, თუმცა ბევრი მათგანისთვის ბოლო წუთამდე სიურპრიზად რჩება რას გადაწყვეტენ დღევანდელ ღონისძიებაზე.
საკანონდმებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან, მთავარი ინტრიგა კი ისევ ინტრიგად რჩება. უნდა ველოდოთ თუ არა პარტიულ ღონისძიებაზე "ოცნების" დამფუძნებლის გამოჩენას.