"ოცნების" ყრილობის მთავარი მოვლენა - პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას ივანიშვილი იკავებს
"ოცნების" ყრილობის მთავარი მოვლენა - პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას ივანიშვილი იკავებს.
ამის შესახებ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება. პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით, თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდამტეხის შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილ', - თქვა კობახიძემ.