რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში - "ოცნების" დამფუძნებელი მიზეზებზე საუბრობს
"სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის საპატიო სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები" - ამის შესახებ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განმარტა, თუ რატომ პრუნდება პოლიტიკაში.
ვღელავ და თქვენი ტაში ემოციებს მიმატებს. ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ და ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან 1 წელიწადში საკუთარ ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ, პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წარადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი 1 წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარ გაუჩნდებოდათ, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა", - ამბობს ივანიშვილი.