ივანიშვილმა გახარია ქვეყნისა და გუნდის ღალატში დაადანაშაულა

30.12.23 14:28
ივანიშვილმა გახარია ქვეყნისა და გუნდის ღალატში დაადანაშაულა

ერთადერთი რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება, ამ გადაწყვეტილების მიზეზის შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩთან, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი აღარ დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი, თუმცა ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე გარედანაც კარგად ჩანდა. მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან, თანაც საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისთვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები