მქონდა 2-3 კაცთან კომუნიკაცია - ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა აღიარა
მესამედ ქართულ პოლიტიკაში - ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა დღეს პირველად, კამერების წინ აღიარა.
გაირკვა, რომ პოლიტიკიდან თითოს წასული ოლიგარქი, რჩევებს და ბრძანებებს მართლა კულისებიდან გასცემდა. "ქართული ოცნების" ყრილობაზე ოლიგარქმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის პერიოდში "2-3 ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია, რათა გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებულიყო".
კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი ქვეყნას, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. ამის შემდეგ პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს.
პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება, ამ გადაწყვეტილების მიზეზის შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩთან, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი აღარ დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი, თუმცა ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე გარედანაც კარგად ჩანდა. მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან, თანაც საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისთვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა", - აღნიშნა პარტიის ყრილობაზე ივანიშვილმა.
"ოცნების" ყრილობის მთავარი მოვლენა - პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას ივანიშვილი იკავებს