თუ საქართველო პირობებს არ შეასრულებს, აშშ-ს დახმარებას ვერ მიიღებს - სენატის ახალი რეზოლუცია

23.06.21 10:44
თუ საქართველო პირობებს არ შეასრულებს, აშშ-ს დახმარებას ვერ მიიღებს - სენატის ახალი რეზოლუცია

აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინეს. რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, აშშ საქართველოსგან საარჩევნო რეფორმის გატარებას ითხოვს, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. სენატი საქართველოს ყველა პარტიას  მოუწოდებს, რათა შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება და დაადასტურონ სენატის მხარდაჭერა საქართველოსთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები.

 

  •  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ,,ქართული ოცნების" კოალიციის თაოსნობით, დაიწყოს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებული იქნება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს, რომ სასამართლოარ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის. სრულად იყოს მიღებული და გატარებული ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების სრული მიღებითა და გატარებით, რათა გადაიჭრას პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და თავიდან იყოს აცილებული ასეთი კრიზისის გამეორება.
  • ხაზს უსვამს, საარჩევნო რეფორმის სრული იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რომელიც უნდა დაინერგოს 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წინ, რომელიც უნდა ჩატარდეს ისე, რომ წარმოადგენდეს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მხრივ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ხოლო ზედამხედველობა უნდა მოხდეს ძლიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.
  • აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დათესოს ქაოსი საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არალეგალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
  •  გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესის გაძლიერების შეფერხება შეანელებს მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების ასრულების და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე და შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების მიღების წინაპირობების დაწესება
  •  გამოხატავს მხარდაჭერას აშშ-ს მთავრობისთვის, მოიძიოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა გაზარდოს ვაჭრობა და ინვესტიციები აშშ-სა და საქართველოს შორის და გააუმჯობესოს ვაჭრობა და ინვესტიციები კავკასიის რეგიონში, იმ პირობით, რომ 19 აპრილის შეთანხმების ყველა კომპონენტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.