პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება - ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერობას არ აპირებს და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები, ამას გეტყვით დარწმუნებით. რა გინდა, შვილო, გინდა, რომ ოლიგარქი დამიძახო? დამიძახე. აბა რა გინდა, მესამედ იძახი იმავეს. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება", - განაცხადა ივანიშვილმა.