"თუ არაფორმალური მმართველი იყო, დაბრუნება რატომღა სჭირდებოდა" - კობახიძე ივანიშვილზე

30.12.23 15:18
"თუ არაფორმალური მმართველი იყო, დაბრუნება რატომღა სჭირდებოდა" - კობახიძე ივანიშვილზე

"თუ არაფორმალური მმართველი იყო, დაბრუნება რატომღა სჭირდებოდა", - ამის შესახებ კომენტარი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ქართველი ოლიგარქის მიერ მთავრობის წარმომადგენელთათვის რჩევების მიცემა "ჯანსაღი" პროცესია და  პარტიის შიგნით არაფორმალურ მმართველობას ადგილი არ ჰქონია.

დღეს აბსოლუტურად დასრულდა ყველანაირი სპეკულაციებისთვის სივრცე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? ნუ, აბსოლუტურად ცხადია აქ ყველაფერი. აქ პირიქით დადასტურდა დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ადგილი არ ჰქონია ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, რაც ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას", - აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები