"ლომის წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის გადარჩენაში, აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება " - პრემიერი

30.12.23 15:16
"ლომის წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის გადარჩენაში, აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება " - პრემიერი

"ლომის წვლილი აქვს შეტანილი", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა ოლიგარქმა 2012 წელს ქვეყანა "მჩაგვრელი და კრიმინალი ხელისუფლებისგან" გადაარჩინა.

მისი თქმით, ივანიშვილმა უნიკალური როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში, რადგან რომ არა მის მიერ გატარებული სწორი და აქტიური პოლიტიკა, საქართველო ომს თავიდან ვერ აირიდებდა და სუვერენიტეტს დაკარგავდა.

ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. სწორედ რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს ქვეყანა შეიძლება აღარც გვქონოდა. რა თქმა უნდა, ეს წინა, მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება, დაგვეკარგა სუვერენიტეტი და ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ, ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ", რა თქმა უნდა, ყველა გამარჯვებაში "ლომის წვლილი" რომ იტყვიან, ჰქონდა მას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები