საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს - ივანიშვილი

30.12.23 15:01
საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს - ივანიშვილი

დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა.

„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.

საქართველოს ეროვნული მიზნები შესრულებულად არსებითად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები