ივანიშვილმა გუნდში შიდა დაპირისპირება და კორუფციის რისკი დაადასტურა
რატომ გახდა ივანიშვილის მესამედ დაბრუნება პოლიტიკაში - "ოცნების" დამფუძნებელი აღიარებს, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირების და კორუფციის გაზრდის რისკები არსებობს.
კონკრეტულად ვინ იგულისხმა კორუფციაში ივანიშვილმა და იგულისხმა თუ არა ღარიბაშვილის ჩარტერული ფრენები, ეს კითხვა "ოცნების" დამფუძნებელმა უპასუხოდ დატოვა.
ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.
ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე", - განაცხადა ივანიშვილმა.