დასამალი არაფერია, მე მქონია მასთან კონსულტაციები - ღარიბაშვილი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას აღიარებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ იმ 2-3 ადამიანში იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს კონსულტაციები ჰქონდა და აღიარებს იმასაც, რომ ივანიშვილი არაფორმალურად ჩართული იყო ქვეყნის მართვაში.
„დასამალი არაფერია და მე მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ რომ ისეთი რთული პერიოდები და კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, ვგულისხმობ სტრატეგიულ საკითხებს, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა აღიარა განაცხადა რომ პოლიტიკიდან წასვლის პერიოდში 2-3 ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია, რათა გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებულიყო.