ივანიშვილის გარეშე "ოცნების" წევრები პოლიტიკური არარაობები არიან - ბოკერია
ივანიშვილის გარეშე "ოცნების" წევრები პოლიტიკური არარაობები არიან - "ევროპული საქართველოს" დამფუძნებელი, გიგა ბოკერია ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველი ოლიგარქი პოლიტიკიდან არასდროს არ წასულა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" წევრებს პოლიტიკურ არარაობებს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ივანიშვილის გარეშე უფუნქციოები არიან.
მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის. ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, ამ რეჟიმის, ანუ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა. ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა გვჭირდება და არაპოპულისტური, არაშავრაზმული პოლიტიკური ძალების მიერ ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა. ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს. მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია. აბა ახლა, ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები საერთოდ არავინ არიან და რატომ ჩათვალეს ტაქტიკურად, რომ ამ ფორმით გაეკეთებინათ საპატიო თავმჯდომარის პოზიცია, არ ვიცი. არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა“,- განაცხადა ბოკერიამ.