პოლიტიკურად მოტივირებული საქმე - "ლელო" აშშ-ში შეხვედრებს მართავს

23.06.21 11:10
პოლიტიკურად მოტივირებული საქმე - "ლელო" აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განახლება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.

"ლელოს" წევრები პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ისაუბრებენ. 

საქმის გარემოებებზე ,,ლელოს" ლიდერები სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან,  ისაუბრებენ. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კრის სმიტთან და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან.

ფრაქცია "ლელოს" წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ, ოფიციალური შეხვედრები წარმომადგენელთა პალატაში და ,,გერმანიის მარშალის ფონდში" გამართეს. შეხვედრაზე შარლ მიშელის შეთანხმება განიხილეს. გეგელია ამბობს, რომ ამერიკელი პარტნიორები ხაზარაძე-ჯაფარიძის თემაზეც კარგად არიან ინფორმირებული. 

განვიხილავთ ბევრ საკითხს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის   საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების პერსპექტივა. ჩვენ გვიწევს ვაშინგტონში ის ვაკეთოთ, რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ აქ ვლობირებთ არა საკუთარ პოზიციებს, "ლელოს" პოზიციებს, არამედ ქართულ სახელმწიფოებრივ პოზიციებს", - ამბობს გეგელია. 

ფრაქცია "ლელოს" ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 25 ივნისს დასრულდება. ვაშინგტონში ასევე იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.