ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წელსაც - ვაშაძე

30.12.23 17:01
ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წელსაც - ვაშაძე

"ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წელსაც" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართველი ოლიგარქის პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნებას "ოცნების" მარცხს უწოდებს და ამბობს, რომ მისი ჩართულობა განაპირობა "მმართველი პარტიის წევრების მძლავრი ვარდნის შეჩერების მცდელობამ".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს აქტიური ჩართულობა სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პარტიის შიგნით არსებულმა პრობლემებმა აღნიშნული ნაბიჯი ახლა გადაადგმევინა.

ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს აიძულა, ივანიშვილი გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა "ქართული ოცნება" 1:0. ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რაიმენაირად შეაჩეროს. მეორე არის ის, რომ პირად უსაფრთხოებაზეა მოტივირებული, 2018 წელი გაიხსენა და ჩემი მხრიდან ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს. მას ეს სვლა დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, მაგრამ მოუწია გაცილებით ადრე გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დროზე გამოჩენილიყო საჯაროდაც. ხალხი გაიმარჯვებს 2024 წელს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები