შეშინებულმა ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ მას ქართველმა ხალხმა ჭიდაობა მოუგო და იძულებული გახდა მისი ბანდის მართვა ეღიარებინა - ბარამიძე
შეშინებულმა ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ მას ქართველმა ხალხმა ჭიდაობა მოუგო და იძულებული გახდა მისი ბანდის მართვა ეღიარებინა - ამის შესასხებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ძალიან კარგად დავინახეთ, რაც არის სიმართლე და ამ შეშინებულმა ადამიანმა, რომელმაც გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა მას მოუგო ჭიდაობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო გავიდა. იძულებული გახდა, ეღიარებინა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით, რომ რეალურად ის მართავდა მის ბანდას", - აღნიშნა ბარამიძემ.