ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა განაპირობა - ფავლენიშვილი

30.12.23 17:08
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა განაპირობა - ფავლენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში განაპირობა შიშმა - მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა გადამწყვეტ არჩევნებში, საქნციების შიშმა და იმან, რომ მისი რუსული სქემა არ შედგა, ქართველმა ხალხმა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ქართველმა ხალხმა დაამარცხა ის“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილიმ განაცხადა. 

ფავლენიშვილის თქმით, არაფერი არ იცვლება ქვეყანაში, რუსი ოლიგარქიული რეჟიმი აგრძელებს ფუნქციონირებას.

„მთავარი არის ის, რომ არაფერი არ იცვლება ქვეყანაში, რუსი ოლიგარქიული  რეჟიმი აგრძელებს ფუნქციონირებას, უბრალოდ ამ რეჟიმის მმართველი  გამოვიდა კულისებიდან. რაც შეეხება რეჟიმს, მთელი თავისი ატრიბუტიკით კიდევ უფრო დამძიმდება იმიტომ, რომ ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ ის აპირებს კიდევ უფროე მეტად ქვეყნის ჭაობში მოქცევას,  აქტიურად რუსული ინტერესების გატარებას და რამ განაპირობა მისი ეს ნაბიჯი?! - მომდევნო გადამწყვეტ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა  და პირადმა უსაფრთხოებამ, ვგულისხმობ სანქციებს. მას სურს, რომ ერთგვარი პოლიტიკური ფარი ჰქონდეს, თუმცა მას ეს არ გამოუვა, რადგან მან თვითონვე თქვა, რომ სანქციების ქვეშ არის და ეს სანქციები უფრო გამკაცრდება, უფრო ფორმალურ სახეს შეიძენს და მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმოდა ,რომ მისი ოცნება, მისი რუსული სქემა დამარცხდა ქართველ ხალხთან .ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა 1:0 ,მიიღო კანდიდატის წევრობის სტატუსი , რუსულმა სქემამ არ იმუშავა და იმისთვის,რომ რუსულმა სქემამ უკეთესად იმუშაოს წინასაარჩევნოდ, თითქოს და მობილიზება შეძლოს თავისი ამომრჩევლის, ამ ჩამოთვლილმა მიზეზებმა აიძულა ბიძინა ივანიშვილი ,რომ დაბრუნებულიყო ფორმალურად პოლიტიკაში ,თორემ მან აღიარა „ოცნების“ ყველა წევრმა აღიარა ის, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით ,მის არაფორმალურ მმართველობაზე და ოლიგარქი ქვეყანას არაფორმალურად მართავს თუ ფორმალურად,  რა თქმა უნდა, დიდი გავლენა ფართო სურათზე არ ექნება.“ -  განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

მსგავსი სიახლეები