პატრიარქის თხოვნით, ზაზა გახელაძის მამა საოკუპაციო ხაზს არ გადაკვეთს

23.06.21 11:13
პატრიარქის თხოვნით, ზაზა გახელაძის მამა საოკუპაციო ხაზს არ გადაკვეთს

პატრიარქის თხოვნით, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა საოკუპაციო ხაზს არ გადაკვეთს. 

მიხეილ გახელაძე ხელისუფლებას ერთთვიან ულტიმატუმს უყენებს, რომ 33 წლის კაცი ტყეობიდან დაიხსნას. 

დიდ პატივს ვცემ უწმინდესს და არ გადავდივარ მაგის გამო და ვიკავებ თავს, მაგრამ როგორც დაანონსებულია აქცია, ჩვეულებრივად ჩატარდება. პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით გადავიფიქრე გადასვლა. ერთ თვეში შედეგი თუ ვერ მოგვცეს და არ დაფიქსირდა, აუცილებლად გადავალ ოჯახით", - თქვა გახელაძის მამამ.

სოფელი ქვემო ჭალა საპროტესტო მსველობისთვის ამ წუთებშიც ემზადება.

გუშინ, 22 ივნისს, მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები