ივანიშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის გარეშე "ოცნება" გადაწყვეტილების მიმღები და გამარჯვების მომპოვებელი ვერ არის - ბერძენიშვილი

30.12.23 17:24
ივანიშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის გარეშე "ოცნება" გადაწყვეტილების მიმღები და გამარჯვების მომპოვებელი ვერ არის - ბერძენიშვილი

"ოცნების" ყოფილი წევრი დავთ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანშვილმა პოლიტიკაშიდ აბრუნებით პრაქტიკულად აღიარა, რომ მის გარეშე "ოცნება" გადაწყვეტილების მიმღები და გამარჯვების მომპოვებელი ვერ არის.

ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილის მთავარი სტრატეგიული შეცდომა ამჟამად ის არის, რომ ის ფსონს დებს პუტინზე უკრაინასთან ომში.

გაჭირვების საკითხია. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ მის გარეშე მისი პარტია ამ რთულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიმღები და გამარჯვების მომპოვებელი ვერ არის. მორიგი ილუზია გამოავლინა, ან შეგნებული ტყუილი, რომ 60%-ია ჩვენი რეიტინგიო. 60% 2012-ში არ მიგვიღია იმხელა კოალიცია ვიყავით. 55% ავიღეთ. ბიძინა ივანიშვილის მთავარი სტრატეგიული შეცდომა ამჟამად ის არის, რომ ის ფსონს დებს პუტინზე უკრაინასთან ომში, დასავლეთთან დაპირისპირებაში", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები