ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი "ოცნებას" აქებს
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართულ ოცნებას" გატარებულ პოლიტიკას "წინდახედულს და პრაგმატულს" უწოდებს.
დე ფაქტო უწყება ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება "ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშაა"
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ არის, როგორც შიდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ასევე საგარეო, ე.წ "საქართველოს მეგობრების" მხრიდან, მათ სთხოვენ გაწევრიანდნენ ანტირუსულ კოალიციაში, მათ შორის დააწესონ სანქციები და იმასაც კი მოუწოდებენ, რომ გარკვეული პირობებით, "მეორე ფრონტი". საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ამ დრომდე ახერხებს, რომ შეინარჩუნოს ბალანსირებული პოლიტიკა და მსგავს სუიციდურ მოწოდებებს არ ემორჩილება", - წერს დე ფაქტო უწყება.