დიდი ჯახი ორ ირაკლის შორის - "ღარიბაშვილი კონტროლიდან გასულია, მინისტრთა კაბინეტი ძმაკაცებით გაავსო"

30.12.23 20:52
დიდი ჯახი ორ ირაკლის შორის - "ღარიბაშვილი კონტროლიდან გასულია, მინისტრთა კაბინეტი ძმაკაცებით გაავსო"

დიდი ჯახი ორ ირაკლის შორის - ის, რომ "ქართულ ოცნებაში" დიდი დაპირისპირებაა, დღეს არც ბიძინა ივანიშვილმა უარყო. ადამიანები, რომლებიც ოლიგარქს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ნათლად გამოჩნდა ისიც, თუ ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი. 

"ქართული ოცნების" ყრილობაზე ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეაქო, მთავრობის მეთაური კი საერთოდ არ შეიმჩნია.  

მეტიც, წყაროს ინფორმაციით, ბოლო ერთი წელიწადია, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებს, რომ "ღარიბაშვილი აღარავის უჯერებს, კონტროლიდან გასულია და მინისტრთა კაბინეტი ძმაკაცებით გაავსო". 

ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილის სანდო კადრებად მოიაზრებენ: 

  • ჯანდაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი. 
  • ეკონომიკის მინისტრი  - ლევან დავითაშვილი
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი
  • იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე
  • თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე
     

მსგავსი სიახლეები