ვის ენდობა ოლიგარქი ყველაზე მეტად?
"ირაკლი კობახიძე, ირაკლი შოთაძე და გრიგოლ ლილუაშვილი - ვის ენდობა ოლიგარქი ყველაზე მეტად?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის სამი პირი, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომუნიცრებდა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი არიან.
ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა დღეს აღიარა, განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის პერიოდში 2-3 ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია, "რათა გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებულიყო".