ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება - ხაზარაძე

30.12.23 21:06
ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება - ხაზარაძე

დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია ამერიკის და ევროპის მიერ და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია -  ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  ოფიციალურად დაბრუნებას.

ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მაშინ, როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?! 

ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება. 

ზუსტად ამიტომ დასრულდება რუსული პოლიტიკა 2024-ში საქართველოში, ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები