37 მანეთად იმღერებ? - ახალგაზრდებმა მეგი გოცირიძის გამოსვლა გააპროტესტეს

30.12.23 21:14
37 მანეთად იმღერებ? - ახალგაზრდებმა მეგი გოცირიძის გამოსვლა გააპროტესტეს

ქობულეთელების საახალწლო განწყობაზე მომღერალმა მეგი გოცირიძემ ვეღარ იზრუნა. არტისტს, რომელიც კონცერტებს ოკუპანტ რუსეთში მართავს, სცენაზე გამოსვლა შეძახილებისა და საქართველოს დროშის ფონზე მოუწია. 

37 მანეთად იმღერებ? - წერია ერთ-ერთ ბანერზე. 

მეგი გოგიტიძე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად,მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კონცერტებს აქტიურად მართავს.

ცნობისთვის, საახალწლო კონცერტებისთვის ქობულეთის მერია ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარს დახარჯავს.  კონცერტებში როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები