აფხაზური მედია: ირაკლი ბებუა შესაძლოა, გაათავისუფლონ

31.12.23 10:44
აფხაზური მედია: ირაკლი ბებუა შესაძლოა, გაათავისუფლონ

აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა შესაძლოა, გაათვასუფლონ -  ინფორმაციას აფხაზური მედია გამოცემა “ჩეგემსკაია პრავდა” ავრცელებს. 

გამოცემის მტკიცებით, შესაბამისი მოთხოვნა მოსკოვიდან მოდის. 

მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენი გვერდის ადმინისტრაციაში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის პარალელურად, რუსული მხარის მოთხოვნით, წლის ბოლომდე საქართველოსთვის ირაკლი ბებუას გადაცემის გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - წერს გამოცემა.

ბებუას ოჯახი შესაძლო გათავისუფლებაზე არაფერი იცის, როგორც უკანონო პატიმრის ახლობლები "პირველებს" ეუბნებიან, ისინი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სასმსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა მათი ტქმით, უწყებას აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ახალგაზრდა მაშინ აიყვანეს, როცა მან 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა და სეპარატისტების დროშა დაწვა. 

 

მსგავსი სიახლეები