ოფიციალური ვიზიტი 15 წლის შემდეგ - სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში იმყოფება

23.06.21 11:23
ოფიციალური ვიზიტი 15 წლის შემდეგ - სალომე ზურაბიშვილი  უკრაინაში  იმყოფება

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილ,ი უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს მართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 წლის განმავლობაში ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. მთავარი განსახილველი საკითხები 2 ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები იქნება. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვდება.

უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1 წლის წინ დაიძაბა. ხელისუფლებამ ელჩი შარაშენიძე უკრაინიდან 2020 წლის 8 მაისს გამოიწვია მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შარაშენიძე კიევში 22 აპრილს დაბრუნდა.