ივანიშვილი შემოგორებულ იქნა, რომ "ოცნება" როგორღაც გადარჩეს - გრიგოლ გეგელია

31.12.23 11:33
ივანიშვილი შემოგორებულ იქნა,  რომ "ოცნება" როგორღაც გადარჩეს - გრიგოლ გეგელია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში თეატრალური შემობრუნება, არის იმის დასტური, რომ "ქართული ოცნება" კარახისთვის არის განწირული - ამის შესახებ "პირველებს" "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი შემცირებულია. 

"ბიძინა ივანიშვილი შემოგორებულ იქნა, იმისთვის რომ "ქართული ოცნება" როგორღაც გადარჩეს... რუსეთს აქვს გრძელვადიანი ინტერესები "ქართული ოცნების" სახით ჩვენს ქვეყანაში. მათ არასდროს ჰყოლიათ ასეთი აფექტიანი დესანტი, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სცადონ და გადაარჩინონ ეს წარუმატებელი, კრახის პირას მყოფი პოლიტიკური ძალა"- აცხადებს გეგელია. 

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად გუშინ დაბრუნდა. ეს ოლიგარქისთვის რიგით მესამე დაბრუნებაა.  

მსგავსი სიახლეები