პუტინის ნაცვალის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება კრემლში გადაწყდა - ნათელაშვილი ივანიშვილზე

31.12.23 12:23
პუტინის ნაცვალის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება კრემლში გადაწყდა - ნათელაშვილი ივანიშვილზე

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად პოლიტიკაში შემობრუნება კრემლში გადაწყდა. შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს "პუტინის ნაცვალს" უწოდებს. 

მისი თქმით, რუსი დიქტატორის მიზანი საქართველოში პოლიტიკური ანექსიაა: 

ბიძინა ივანიშვილი არსად დაბრუნებულა, ის არასოდეს გასულა ქართული პოლიტიკიდან და წარმოადგენდა პუტინის ნაცვალს, რომლის მიზანია, საქართველოს საბოლოო პოლიტიკური ანექსია და ამიერკავკასიის მოქცევა რუსეთის გავლენის სფეროდ. საჯარო გადაწყვეტილება, პოლიტიკაში საჯარო დაბრუნებაზე, მიღებულია მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს საბოლოოდ დაქცევას და მთელი რეგიონის მოწყვეტას დემოკრატიული მსოფლიოსგან"- აცხადებს "პირველებთან" შალვა ნათელაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად გუშინ დაბრუნდა. ეს ოლიგარქისთვის რიგით მესამე დაბრუნებაა.