"ბევრი წავა, უნდა ეშინოდეთ ბიუჯეტის ქურდებს" - რა გარდაუვალი აუცილებლობა ჰქონდა ივანიშვილს კულისებიდან გამოსულიყო?
რა გარდაუვალი აუცილებლობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე კულისებიდან გამოსულიყო? - "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ოლიგარქს მომავალი აშინებს.
პირადი მოტივების გარდა მისთვის უკვე პრობლემაა გუნდი.ეკა ბესელია, რომელიც ივანიშვილს კარგად იცნობს, "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან, სანერვიულოდ აქვთ საქმე.
პოლიტიკოსის განცხადებით, ივანიშვილის სიტყვაში იყო ძალიან ბევრი საყვედური. პირველ რიგში კორუფციის თემაზე. მისი თქმით, როგორც ჩანს , პარტიაში კრიზისი და შიდა დაპირისპირება ბევრად უფრო შორს არის წასული და ღრმა არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მისი გზავნილები არ იყო გარე დანარჩენი სამყაროსთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის. ის პირდაპირ ელაპარაკებოდა საკუთარ გუნდს. ამ საუბარში, ვინც მისი ენა იცის, მიხვდებოდა, რომ იყო ძალიან ბევრი საყვედური. პირველ რიგში კორუფციის თემაზე, ძალაუფლების საკუთარი ინტერესებისთვის, როგორც ჩანს კრიზისი და შიდა დაპირისპირება ბევრად უფრო შორს არის წასული და ღრმა არის.
მგონია, რომ ახლა ყველაზე მეტი ნერვიულობის და შფოთვის საფუძველი აქვთ "ქართულ ოცნებაში" მყოფ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ბევრი ბიუჯეტის ფული მოიპარა.
ივანიშვილის დაბრუნება პარტიის საპატიო თავმჯდომარედ, ნიშნავს პარტიიდან რამდენიმე ადამიანის წასვლას. მე მისი მეორედ დაბრუნება კარგად მახსოვს, ამაზე მათ შორის პირადადაც გვისაუბრია და ვხვდები, მისი გზავნილები რამდენად იყო ბრაზის შემცველი მისი პარტიის მიმართ" - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით კი "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაც კი ვეღარ უშველის. მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს ელექტორალური პრობლემა აქვს.
ბიძინა ივანიშვილი გრძნობს კრიზისს, გრძნობს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" ელექტორალური პრობლემა აქვს, ნდობის ხარისხი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. ის თვლის, რომ ახლა არჩევნები მიანდოს ღარიბაშვილს და ე.წ. ხელის ბიჭებს, სასაცილოა და იმის გარანტიაა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს. ივანიშვილს ჰქონია, რომ პროცესში შემოსვლით სიტუაციას შემოატრიალებს, რაც ჩემი აზრით პირიქით იქნება"- აღნიშნა პოლიტიკოსმა.