"ოცნების" მიერ დაბლოკილი ვიზიტები - რას ამბობს პრეზიდენტი
მეხუთე პრეზიდენტის რთული გზა და უთქმელი ამბები - "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ბლიც ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მიერ დაბლოკილ ვიზიტებზე ცოტას საუბრობს, თუმცა გარკვევით ამბობს, რომ ის ვალდებული იყო, მთავრობის უარის მიუხედავად ევროკავშირის ლიდერებს შეხვედროდა.
ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კითხვაზე რა განცდა ჰქონდა აკრძალულ ვიზიტზე პრეზიდენტი მოკლედ პასუხობს: "არანაირი განცდა, ვალდებულება, აუცილებლობა"
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" ზურაბიშვილს 10-ზე მეტი უცხოური ვიზიტი დაუბლოკა, მათ შორის უკრაინაში. მოგვიანებით, ირაკლი კობახიძის გუნდმა ბერლინსა და ბრიუსელში ვიზიტების გამო, პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო.
პირველი ბლიც ინტერვიუ პრეზიდენტთან სრულად ნახეთ აქ