"ვინც სცენაზე არ ამიშვა, ბევრი წააგო" - პრეზიდენტი "ოცნებაზე"
მთავრობა სცენაზე, პრეზიდენტი ხალხთან - სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქვეყნისთვის ისტორიულ დღეს, როცა მთელი საქართველო კანდიდატის სტატუსს ზეიმობდა, მისი სცენაზე არ ამშვებმა "ბევრი წააგო".
ვინც ეს გადაწყვიტა იმან ძალიან ბერი წააგო ხალხის თვალში, მე ბევრი მოვიგე, ვინც ამას ვერ ხედავს, მას პოლიტიკაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ინტუიციის საკითხია, რომ რაღაცები როგორ მუშაობს ხალხზე და რატომ არ უნდა გააკეთო"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამავე ინტერვიუში პოლიტიკურ იმედგაცრუებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "დეჟავიუ" აქვს.
არცერთნაირი შემთხვევაში არ ვაკეთებდი პროგნოზირებას, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცები ძალიან მეორდება. ძალიან ხშირად, დეჟავიუ მაქვს" - ეუბნება მეხუთე პრეზიდენტი ვიკა ბუკიას კითხვაზე - იმედგაცრუება წინა მთავრობის დროს უფრო ახსოვს, თუ ამჟამინდელის.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.
მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრების სურვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 14 დეკემბერს, გამოთქვა.
"ოცნებაში" განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან „ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.
განსხვავებული ინტერვიუ პრეზიდენტთან ვრცალდ ნახეთ აქ