რატომ შეიცვალა მიმართულება, რომელიც დასაწყისში იყო აღებული - პრეზიდენტს ივანიშვილთან შეხვედრა უნდა

31.12.23 19:22
რატომ შეიცვალა მიმართულება, რომელიც დასაწყისში იყო აღებული - პრეზიდენტს ივანიშვილთან შეხვედრა უნდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს. 

სალომე ზურაბიშვილს აინტერესებს, "რატომ შეეცვალა ის გეზი და მიმართულება, რომელიც იყო აღებული დასაწყისში"

რატომაც არა, შევხვდებოდი ბიძინა ივანიშვილს, არ მინახავს ძალიან დიდი ხანია, ეგონათ, რომ ბოტანიკურში ვსეირნობდი ამის გამო. იქ ყოველ მესამე დღეს დავდივარ, არანაირად არ იყო ეს ჩემი მხრიდან ინტრიგა...

ყველას შეიძლება შეხვდე, პრობლემა არ არის. საინტერესო იქნებოდა ეს შეხვედრა, რომ გამეგო, რატომ შეეცვალა ის გეზი და მიმართულება, რომელიც იყო აღებული დასაწყისში. პასუხის მოსმენა მომცემდა იმის გაგებას, რაც შეიძლება,  არ მესმის ბოლომდე... ნამდვილად არ მესმის. 

ნაწილი რაღაც გაუგებარია, ნაწილისთვის მე მაქვს ჩემი ახსნა, მაგრამ შეიძლება არასწორი იყოს, ამიტომ ადამიანების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, ვინც არ უნდა იყოს თუ ხარ  ამ საზოგადო-სახელმწიფო სივრცეში"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

ფოტო: Reuters 

სრულად განსხვავებული ინტერვიუ პრეზიდენტთან ნახეთ აქ