ეს ადგილი ჩამქრალია, არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია - პრეზიდენტის მილოცვა ენგურის ხიდიდან
საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ენგურთან ჩავიდა და მოსახლეობას ახალი წელი სწორედ იქიდან მიულოცა.
გილოცავთ ახალ, 2024 წელს!
გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს ყველაზე ჩამქრალია. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია... და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც ამ ხიდის ორივე მხრიდან უნდა უყურებდნენ. ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუსმინიჭებულ საქართველოს"- ამბობს პრეზიდენტი