ზუსტად 4 საათი ახალ წლამდე - რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე?

31.12.23 20:05
ზუსტად  4 საათი ახალ წლამდე - რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე?

2023 წლის "პირველების" ბოლო ცენტრალური გამოშვება -  ზუსტად  4 საათი ახალ წლამდე. მთელი  საქართველო 2024-ის დადგომას ელოდება.   "პირველების" გამოშვებაც სადღესასწაულო ფორმატის იქნება , ნაკლები ნეგატივი.  საახალწლო სამზადისია დედაქალაქში და  საქართველოს რეგიონებშიც

ზუსტად 24:00 საათზე "პირველი რესპუბლიკის მოედანი ცენტრალურ  გალა კონცერტს უმასპინძლებს. "ევროპული ქალაქიდან ევროპაში-" ამ სახელწოდებით  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები და ანსამბლები. მთელი საღამო სცენაზე იქნება ეროვნულ-სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. 30 მუსიკალური ნომერი და 200-ზე მეტი შემსრულებელი- დედაქალაქის ცენტრში მისულ მოქალაქეებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ. 

 რა ხდება ამ წუთებში პირველი "რესპუბლიკის მოედანზე" და დასრულდა თუ არა გალა კონცერტის სამზადისი-  ანა მდივანი მოგვიყვება უფრო მეტს თბილისის ცენტრიდან.