მილოცვა ენგურის ხიდიდან - რა გზავნილები ამოიკითხეს პოლიტიკოსებმა ზურაბიშვილის მიმართვიდან

02.01.24 20:03
მილოცვა ენგურის ხიდიდან - რა გზავნილები ამოიკითხეს პოლიტიკოსებმა ზურაბიშვილის მიმართვიდან

 

 

პოლიტიკური სეზონის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვით გაიხსნა. რაც არ თქვა ზურაბიშვილმა, განმარტეს მისმა თანამოაზრეებმა. პრეზიდენტი ყველა პრობლემური საკითხის მიღმა ბიძინა ივანიშვილს  გულისხმობდა, ამბობს ხალხი,  ვინც სალომე ზურაბიშვილთან სასახლეში შეხვედრებზე ხშირად დადის.

პრეზიდენტმა 2024 წლის პოლიტიკური სეზონი ახალი წლის პირველივე წუთებში მწვავე გზავნილებთ გახსნა, მაგრამ უკვე მეორე დღე ისე დასრულდა, რომ ასპარეზზე არა თუ ოცნების ლიდერები, არამედ არც მათი მხარმდაჭერი ექსპერტები გამოჩენილან.

ვინ რა ამოიკითხა პრეზიდენტის განცხადებებში? ის, ვინც კარგად იცნობს სალომე ზურაბიშვილს ამბობს, რომ ეს იყო ოპოზიციის მხარდამჭერის პოლიტიკური განაცხადი. კონსტიტუციით პრეზიდენტი პოლიტიკურად მიუკერძოებელი უნდა იყოს,  ამიტომ ზურაბიშვილი ახლა ფრთხილობს, თუმცა განცხადებებში უნდა გავამარჯვებინოთ თავისუფლებასა და სამართლიანობას, ოპოზიციამ გადამწყვეტი არჩევნების კონტექსტი და "ქართული ოცნებისგა"ნ ძალაუფლების კოალიციური მმართველობისთვის გადაბარების მოწოდება დაინახა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.