EU-ს 9 დათქმის შესრულება - ოპოზიციამ ამ დრომდე არ იცის, რა ტიპის თანამშრომლობას სთავაზობს მათ ხელისუფლება

03.01.24 11:33
EU-ს 9 დათქმის შესრულება - ოპოზიციამ ამ დრომდე არ იცის, რა ტიპის თანამშრომლობას სთავაზობს მათ ხელისუფლება

ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება - ოპოზიციამ ამ დრომდე არ იცის, რა ტიპის თანამშრომლობას სთავაზობს მათ ხელისუფლება. საუბარი სამუშაო ჯგუფებსი ჩართულობაზე. 

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პირდაპირ ამბობს, რომ კრემლის მსახური ხელისუფლებისგან რაიმე ტიპის ცვლილებების იმედი არ აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია "ოცნებამ' ოპოზიციას კონკრეტული შეთავაზება გაუკეთოს, რის შემეგაც ოპონენტები სამუშაო ჯგიფებში ჩართულობაზე იმსჯელებენ. 

"ქართული ოცნების" მხრიდან ჯერ-ჯერობით არანაირი კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი არ არის რა ტიპის თანამშრომლობა ან კომუნიკაცია უნდა შედგეს 9 პუნქტთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ეს 9 უმნიშვნელოვანესი პუნქტი არის შესასრულებელი, მაგრამ 9-ვე არის უკვე გავლილი, დისკუსიები შემდგარია, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებში, საკომიტეტო მოსმენებზე და სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა. "ქართული ოცნება", რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება, არ აპირებს, დათმოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის პოლიტიკას, არ აპირებს, დათმოს მურუსიძე სასამართლო სისტემაში. რაიმე ტიპის ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს. როგორც კი იქნება გასაზღვრული თანამშრომლობის თუ შესაბამისი ფორმატები, შემეგ ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა საერთოდ ამ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

"ქართული ოცნების" მხრიდან გეგმის არ არსებობაზე საუბრობს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძეც.  

ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. რა ფორმატით აპირებენ, მე ვერ გეტყვით, არ ყოფილა ამასტან დაკავშირეით მსჯელობა, თუმცა მე არაერთხელ მქონდა წინადადება, რომ თუნდაც გეგმა, რომელიც ეხებოდა 9 დათქმის შესრულებას, უნდა გაკეთებულიყო და შექმნილიყო ოპოზიციასთან ერთად მუშაობა, ამასტან დაკავშირებით არ ყოფილა, იმის მაგივრად, რომ მთელი დეკემბერი ყოფილიყო ამ გეგმაზე და სამუშაო პროცესზე. ვნახოთ, კარგი იქნება, ერთიანი პოზიცია თუ იქნება, - ამბობს დეკანოიძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია კი სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

სამუშაო ჯგუფში ჩართვა არის სწორი, მითუფრო წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და პოზიციების ხმამარლა მიტანა როგორც სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ასევე, სხვა საშუალებებით და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა წინასაარჩვენოდ, მათ შორის, რომ ხელისუფლებას ვაჩვენოთ განსხვავება მაშინ, როდესაც  ერთის მხრივ არის "ქართული ოცნება" და მისი ინტერესები და მეორეს მხრივ სასწორზე დგას ქვეყნის ევროპული მომავალი, სად დგას ოპოზიცია და სად დგას "ქართული ოცნება", - ამბობს აქუბარდია.