„ცინიკურია, რომ რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის ზრდა ახალი წლის დღესასწაულებს ემთხვევა“ - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მიერვ უკრაინაში განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო შეტევებს ეხმაურება.
„ვინმეს თუ სჯერა ხმების, რომ რუსეთი მართლა დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ბოლო 24 საათში უკრაინაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ჭეშმარიტ განზრახვებს აჩვენებს.
თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ახალი წლის დღესასწაულებს ემთხვევა.
უკრაინის სულისკვეთება ვერ დაირღვევა. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში X.
5 მოკლული და 130 დაშავებული - ახლი წლის ღამეს პუტინის ომს უკრაინაში ისევ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. ხარკოვსა და კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.