ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას თხოვს

23.06.21 12:06
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას თხოვს

უშუამდგომლებს თუ არა ზაზა გახელაძეს რუსეთის პატრიარქი-შესაბამისი წერილით ილია მეორე კირილს მიმართავს.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, განაცხადა, რომ ილია მეორეს ამ თხოვნით გახელაძის ოჯახმა მიმართა.

პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი რუსეთის პატრიარქისა და ეკლესიისადმი, რომ უკვე მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა არის დაკავებული რუსეთის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ", - თქვა სასულიერო პირმა გახელაძეებთან შეხვედრის შემდეგ. 

 

მსგავსი სიახლეები