რა ხდება ფრონტის ხაზზე - ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან, რომელიც რუსეთმა ლიკვიდირებულად გამოაცხადა
უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებიც პუტინის რეჟიმმა ლიკვიდირებულებად გამოაცხადა, "პირველებს" ინტერვიუებს აძლევენ. ქართველი მებრძოლები კრემლის პროპაგანდას პასუხობენ და ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებაზე სუაბრობენ. ამბობენ, რომ პუტინს ახლა პანიკა აქვს და ახალი წლის დღეებში მასშტაბური თავდასხმებით ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მისი მიზანი კი არჩვნებამდე ფრონტის ხაზზე პოზიციების გამყარებაა.
ქართველი მებრძოლები "პირველებთან" საუბრობენ, რატომ გააორმაგა პუტინმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები. ამასთან, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა, თითქოს ოკუპანტი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ამ მხრივ წარმატება არც უკრაინულ მხარეს აქვს. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიარაღების თვალსაზრისით დასავლეთის შემცირებული დახმარებაა.
რუსული პროპაგანდა უკავშირდება რუსულ პოლიტიკას. რუსულ პოლიტიკას წყალი აქვს შემდგარი, ახლოვდება არჩევნები და სჭირდება რუსეთის გმირობები ფრონტის ხაზზე. ერთ-ერთ გმირობად ჩათვალეს ჩემი მკვლელობა და გაავრცელეს ამაზე ინფორმაცია. ეს ყველაფერი უკავშირდება, პირველ რიგში, დასავლეთის მეტნაკლებად არამყარ პოზიციას. ბოლო ხნის მანძილზე ეს უკავშირება იმას, რომ უკრაინა არ ღებულობს იმ რაოდენობით დახმარებას შეიაარღების, რაც უნდა მიიღოს და რა თქმა უნდა, ეს აძლევს საფუძველს პუტინს, რომ ბევრად უფრო გააქტიურდეს. არის მონაკვეთები, სადაც რუსული ტერორისტული ჯარი აქტიურია, ასეთი მიმართულებები გვაქვს ავდეევკა და სწორედ პუტინისთის უნდათ კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთება წინასაარჩევნოდ. ბრძოლა მიმდინარეობს ცვალებადი უპირატესობით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე ამ ეტაპზეფლობს უპირატესობით. ურკაინა ვერ ფლობს უპირატესობას, იმიტომ, რომ აკლია შეიარაღება, რუსეთს აკლია მოტივაცია, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.