მთავრობამ ყველაფერი გააკეთა - გომელაური გახელაძეზე

23.06.21 12:12
მთავრობამ ყველაფერი გააკეთა - გომელაური გახელაძეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს რა გააკეთა ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. 

როგორ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კრების შემდეგ განაცხადა, გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ვერ ისაუბრებს. 

მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ჩართულები არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ადამიანს, დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები