ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

03.01.24 15:41
ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით, არის მსხვერპლიც.

„რუსულმა ჯარმა სოფელ სადოვოეში მოხუცი მამაკაცი მოკლს. დაახლოებით 11:10 საათზე საოკუპაციო ძალებმა სოფელს არტილერიით დაარტყეს. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილობრივი მცხოვრები სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, - წერს პროკუდინი „ტელეგრამის“ პირად არხზე.