წულუკიანის უწყებაში ნახევარი მილიონი ლარია გაფლანგული - აუდიტის სკანდალური დასკვნა
წულუკიანის უწყებაში ნახევარი მილიონი ლარია გაფლანგული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე საჭირო იყო. ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია - სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ყველა მომსახურებაზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს. ახლა წესით გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვის ჯიბეში წავიდა ძეგლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფული.
მანამდე კი წულუკიანს კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის განადგურების მცდელობაში ამხელენ. გელათის შემდეგ საფრთხის ქვეშ არის ნიკორწმინდაც. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ტაძრის ფასადი წვიმის შედეგად დაზიანებულია. არადა რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2019 წელს ჩატარდა, თუმცა უხარისხოდ. ფაქტია, რომ საუკუნოვანი სამონასტრო კომპლექსი ახლა ნგრევის ზღვარზეა. ფასადის ქვა დაზიანებულია, სპილენძის სახურავი წვიმის დროს წყლის შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც კედელი მუდმივად სველდება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.