"ოცნება" პრემიერის სამოქმედო გეგმას ცვლის - 9 დათქმის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები, სავარაუდოდ, აღარ შეიქმნება

03.01.24 20:16
"ოცნება" პრემიერის სამოქმედო გეგმას ცვლის - 9 დათქმის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები, სავარაუდოდ, აღარ შეიქმნება

 

 

 

"ქართული ოცნება" მათივე პრემიერის გეგმის ჩაგდებას აპირებს - სამუშაო ჯგუფები, სავარაუდოდ, აღარ შეიქმნება. არადა ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში სიტყვა-სიტყვით ეწერა, რომ ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებაში ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი უნდა ჩართულიყო. გეგმის გასაჯაროებიდან სულ რამდენიმე კვირაში უმრავლესობა ამ პირობის შესრულებაზე და შესაბამისად, ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 

"ოცნებაში" სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოპოზიცია მზად არის მუშაობის დასაწყებად და სწორედ ეს არის ახლა უმრავლესობის მთავარი თავის ტკივილი. სამუშაო ჯგუფებში ოპონენტების ჩართვა პროცესის მუდმივ კონტროლს გულისხმობს, რაც ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ამიტომ "ოცნებამ" გადაწყვიტა საერთოდ უარი თქვას საკუთარ ინიციატივაზე. შესაბამისად, ადვილი პროგნოზირებადია, როგორ შეასრულებს, ან შეასრულებს თუ არა საერთოდ "ოცნება" ევროკომისიის მოთხოვნებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.