ბანკის დაყაჩაღების მცდელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციას უკვე აქვს კამერის ჩანაწერები

03.01.24 20:02
ბანკის დაყაჩაღების მცდელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციას უკვე აქვს კამერის ჩანაწერები

 

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს კაცს, ვინც ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკის დაყაჩაღება სცადა. "პირველების" ინფორმაციით, პოლიციელები ამ წუთებში ათვალიერებენ კამერების ჩანაწერებს და დიდი ალბათობით, სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეს სავარაუდო დამნაშავის ფოტო-რობოტიც.

ვიდრე სამართალდამცველები მივიდოდნენ, შეიარაღებულმა პირმა ადგილიდან გაქცევა მოასწრო. მამაკაცს სავარაუდოდ ეკეთა ნიღაბი და ისე ჩქარობდა, რომ ბანკიდან თანხის წაღებაც ვერ მოახერხა, რადგან  შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო.  ბანკი პანიკამ მოიცვა. შეშინებული თანამშრომლების ნაწილი გაქცევას,  ნაწილი კი დამალვას ცდილობდა. 

თავდასხმის დროს  თიბისის ფიალიაში თანამშრომლების გარდა იყო ბევრი მომხმარებელიც. არსებული ინფრომაციით, დაშავებული არავინ არ არის.  ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები  ცინცაძის ქუჩაზე  მდებარე თიბისი ბანკის  ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფილიალში მიმდინარეობს.  იკითხებიან  თანამშრომლები, რომელთა მძევლად აყვანასაც თავდამსხმელი ცდილობდა. ფილიალი დალუქულია და  პერიმეტრზე გადაადგილება აკრძალულია. ადგილზე მუშაობენ კინოლოგებიც, რომლებიც იმ კვალს მიყვებიან, სადაც სავარაუდოდ დამნაშავე გაიქცა.

ადგილზე იმყოფება თბს ბანკის ფილიალის მმართველიც, რომელიც სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. 

ბანკის მთელი ტერიტორია სამართალდამცველებმა უკვე დაასურათეს. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან თანამშრომლები, რომლებსაც სამართალდამცველები კითხავენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე, ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლით არის დაწყებული.