დარჩებით მარტო პარლამენტში - ხაზარაძის ულტიმატუმი "ოცნებას"
თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, "ლელო" პარლამენტს დატოვებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმდჯომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. ხაზარაძემ ოპოზიციის სხვა წევრებსაც ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
თუ "ოცნება" მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო.
ასევე მინდა, გზავნილი გავუგზავნო აშშ-ს ელჩს, დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე შარლ მიშელს, იმიტომ რომ ეს მიდგომა, ეს არის ღალატი ქვეყნის ხვალინდელი დღის, ყველაფერი ის, რაც იყო, რაც აქამდე იყო - 6 თვის კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ, ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ამ ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზირებული.
თუ ჩვენ გვინდა, სახლმწიფო შევქმნათ, კეთილი ვინებოთ ყველამ, რომ დადებულ ხელშეკრულებას, საერთაშორისო დონის ხელშეკრულებას, ვცეთ პატივი. თავს არავის მოვატყუებინებთ, არავინ არ ვაპატიებთ ამ იაფასიან პოლიტიკურ სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა არ იცით, თუ შესრულება არ იცით, მოგიწევთ, ეს ხელშეკრულება წეროთ თქვენ თვითონ ცალკე, ჩვენს გარეშე", - ამბობს ხაზარაძე.