დაბლოკავს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის პარლმენტში სიტყვით გამოსვლას
დაბლოკავს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? - სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება საკანონმდებლო ორგანში ზუსტად ერთ თვეშია დაგეგმილი.
საგაზაფხულო სხდომის პირველივე სესია წესით პრეზიდენტის გამოსვლით უნდა გაიხსნას, თუმცა მმართველ პარტიაში უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი აღარ არსებობს და ტრიბუნის დათმობა სახიფათოა. ეს განცხადებები კი აჩენს განცდას, რომ მთავრობა პრეზიდენტის დასაბლოკად ემზადება და პარლამენტში ზურაბიშვილის მისვლას პროცედურული ხრიკების გამოყენებით შეზღუდავენ.
"როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე ზურაბიშვილს", - თქვა თემაზე საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან რამდენჯერაც ტრიბუნასთან დადგა, იმდენი რაღაც უბედურებები უთხრა საზოგადოებას. როცა გამოდის, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, თავისივე ამომრჩეველს, სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს თავად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, აანთოს და თავის თავსაც უბედურება დამართოს და ქვეყანასაც", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" ლიდერებმა ოპოზიციის პრეზიდენტად გამოაცხადეს. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ხელისუფლების ოპონენტებთნაე ერთად შეთანხმებულად მოქმედებს. ირაკლი ზარქუ თვლის რომ მეხუთე პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში მოხსენების წარდგენის საშუალება არ უნდა მიეცეს.
ქალბატონი სალომე დანარჩენ რადიკალებთან ერთად საწინააღმდეგოდ გამოდიოდა, ხომ გახსოვთ, თუ შეგახსენოთ. ფსევდორეფორმები, არ იმსახურებს, ეს არაფერს არ ნიშნავს თქვენთვის", - ამბობს ზარქუა.
"ხალხის ძალაში" ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და მისი ქმედებები ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება.
ხალხმა აირჩია სალომე ზურაბიშვილი, უმრავლესობაზე მაქვს საუბარი და როცა ამ ხალხს ღალატობ და ქმედებებს ახორციელებ სხვადასხვა დაკვეთებით და სხვადასხვა შეხედულებებით და არაფერს არ ითვალისწინებ საკუთარი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს ფაქტი დადგა და ეს შეფასება არის", - აცხადებს ყაველაშვილი.