"ოცნება" VS პრეზიდენტი - ოპოზიციის ვარაუდით, კობახიძის გუნდი სალომე ზურაბიშვილს დაბლოკავს

04.01.24 13:28
"ოცნება" VS პრეზიდენტი - ოპოზიციის ვარაუდით, კობახიძის გუნდი სალომე ზურაბიშვილს დაბლოკავს

"ოცნება" VS პრეზიდენტი - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მოლოდინი რეალურია, რადგან ზურაბიშვილს ტრიბუნა მაშინაც არ დაუთმეს, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და საზოგადოება თავისუფლების მოედანზე ზეიმობდა.

ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ხელს ამჯერადაც შეუშლის.

ჩვენ გვახსოვს მაგალითად, "ოცნებისთვის" სრულიად სამარცხვინოდ, როგორ არ აუშვეს პრეზიდენტი სცენაზე მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. რაოდენ კომიკურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ასეთი მანერები და ნაბიჯები "ოცნების" მხრიდან, მათგან ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

"ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნების" წევრები სალომე ზურაბიშვილის დევნას გააგრძელებენ, რადგან პრეზიდენტი საქართველოს ევროპული ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

მე ვფიქრობ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის. მეტსაც გეტყვით, ისინი პირდაპირ აანონსებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე არსებობს, მათ შორის, შეწყალების საქმეზე. მე ვფიქრობ, რომ არათუ რაიმე მიმართვა, ან დაპატიჟება კონფერენციაზე, ან ზოგადად, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება რომ არსებობს, ვთქვათ, შეიძლება სხვა პოლიტიკური მოსაზრება, მაგრამ პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტს, არამედ ეს იქნება სერიოზული დევნა ამ ადამიანის. როგორც მათ ახასიათებთ, მას შემდეგ, რაც იგი გააგრძელებს იმ მიდგომას, რაც დღეს აქვს", - ამბობს დეკანოიძე.

მოღალატე, რადიკალი, ფსევდო ევროპელი - ასე აფასებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტის  როლს - ამიტომ დიდი ალბათობით, მისი გამოსვლის დაბლოკვას პარლამენტში მმართველი პარტია პროცედურული  ხრიკების გამოყენებით აპირებს. 

მსგავსი სიახლეები