78 გარდაცვლილი და 50-ზე მეტი დაკარგული - რა ვითარებაა იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 78 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, 50-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება - დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 330 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა.